ოჰ ეს ამაღელვებელი ბოლო წუთები , რამდენიმე წუთი , წამი და შენ სცენაზე გახვალ. აი უკვე…ერთი , ორი , სამი , ნაბიჯი ნაბიჯს მისდევს , მუსიკა ტანში გივლის , სცენის მტვერი , სინათლე. ცოტაც და ირგვლივ ყველფერი ბრუნავს , დარბაზის შუქი თვალს გჭრის, იღიმი , მაყურებელს უღიმი, რას ფიქრობ იმ დროს როცა შენს წინ ამდენი ხალხია ?..შენ კი აკეთებ იმას რაც მთელი არსებით გიყვარს და ამას გრძნობ..გრძნობ?? გრძნობ რომ სცენის მტვერს ყლაპავ , გრძნობ რომ სისხლი ძარღვებში აქაფებულა , გრძნობ ეს სცენა პატარაა შენთვის , გრძნობ რომ რაღაც უხილავი შენდა უნებურად შემოვიდა შენში, ჟრუანტელივით დაგიარა ტანში და გათქმევინა ”მე მიყვარს ცეკვა”” ,”მე ცეკვისთის ვარ შექმნილი” . Continue Reading
ალბათ ყველა დასწრებიხართ კონცერტს ერთხელ მაინც და გინახავთ როგორ ასრულებენ ახალგაზრდები, ციცქნა ბავშვები და ხშირად ასაკოვანი ხალხი ამა თუ იმ ცეკვას. ზოგი მოგეწონებათ , ზოგი არა, ზოგზე იტყვით ეს რა არისო , ზოგზე კი _ რა მაგრად იცეკვეს , კიდევ ვუყურებდი სიამოვნებითო. ეს ყოველთვის ხდება , ცუდი და კარგი ყველგან და ყოველთვის არის .
საინტერესოა თუ გიფიქრიათ ოდესმე რას იგძნობთ თუ მაყურებლის რანგიდან უცებ დიდ სცენაზე გადაინაცვლებთ , გიფიქრიათ რას განიცდიან ისინი ,როდესაც სცენაზე გამოდიან თქვენს წინაშე ? როდესაც ცდილობენ სხვებზე უკეთ იცეკვონ მხოლოდ იმიტომ , რომ თქვენ მაყურებელს უფრო მეტი სიამოვნება მოგანიჭოთ , აღტაცებაში მოგიყვანონ და თქვენი მოწონება დაიმსახურონ . Continue Reading
ცეკვა ქართული
ქართული – ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის – სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა – ქალთათვის – სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის – მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.ა
ცეკვა მთიულური
მთიულური- ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4. Continue Reading